понедельник, 17 июля 2017 г.

პროექტი"ჯანსაღი ცხოვრების წესი"

სპორტი ჩვენს ცხოვრებაში
1.პროექტის სახელწოდება: “ ჯანსაღი ცხოვრების წესი”


2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ საქართველოში ბოლო წლებში დაფიქსირებულ დაავადებების რაოდებობას, ახდენენ შეგროვილი მონაცემების ანალიზს, სტატისტიკას, წარმოდგენას დიაგრამების სახით აანალიზებენ მოსალოდნელ შედეგებს და ეძებენ პრობლემების დაძლევის გზებს.


3. პროექტის აქტუალობა: ბოლო წლებში საგრძნომლად გაიზარდა რაოდენობა და გაახალგაზრდავდა ასაკი ისეთი დაავადებებისა როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის, ონკოლოგიურ და ნერვოლოგიურ დაავადებები.


4. პროექტის მიზნები: ჯგუფური მუშაობის, ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის, კვლევის უნარების განვითარება, ასევე ანალიზის და მოსალოდნელი შედეგემის განჭვრეტის უნარის განვითარება.მათემატიკაში მიღებული ცოდნის, კერძოდ მონაცემთა ანალიზისა და სტასტისტიკის გამოყენება მსგავი ტიპის ინფორმაციის გადასამუშავებლად.  


5. მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი


6. ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა.


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მონაცემების შეგროვება, დამუშავება,შესაბამისი მასალის მოძიება, ინტერვიუ კომპეტენტურ პირებთან. პროდუქტი: დიაგრამები, პროექტი, კონკრეტული გეგმა “ჯანსაღი ცხოვრების წესის”განსაზღვრისათვის.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, მარკერები, სხვადასხვა საწერი საშუალებები. ასევე ადამიანური რესურსი (რესპოდენტი ინტერვიუს ჩამოსართმევად)


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  • ჯგუფის წევრების განსაზღვრა და ფუნქციების განაწილება.
  • კონკრეტული გეგმის შემუშავება და დროის განაწილება განსაზღვრულ ვადებში პროექტის განსახორციელებლად.
  • მონაცემების შეგროვება თითოეული ტიპის დაავადებების გამოვლენის თაობაზე.
  • ინტერვიუ კომპეტენტურ პირებთან.
  • შეგროვილი ინფორმაციის გადამუშავება და წარმოდგენა დიაგრამების სახით.
  • ღონისძიებების განსაზღვრა აღნიშნული დაავადებების თავიდან არიდების მიზნოთ.
  • პრეზენტაცია “ჯანსაღი ცხოვრების წესი”
  • ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნება (ბლოგზე, ფეისბუქი)


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან


კავშირი: მათემატრიკა და ბიოლოგია. მოსწავლეებს შეუძლიათ მონაცემების წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრენტაცია.


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა შიუკაშვილი


12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:xatunashiukashvili73@gmail.com


13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://xatunashiukashvili.blogspot.com/

პროექტის განხორციელების გეგმა